23:23 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (228)
55 0 0

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებს ჯერჯერობით უჭირთ დაასახელონ ბავშვების მასობრივი მოწამვლის მიზეზი

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ ოთხშაბათს ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ შვიდმა ბავშვმა მიმართა, დახმარების გაწევის შემდეგ ისინი სახლში გაწერეს. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს კლინიკის წარმომადგენელმა ია თინიკაშვილმა უამბო.

ბავშვების მასობრივი მოწამვლა გორში: სასმელი წყლის შემოწმების შედეგები ცნობილია >>

გორში ბავშვების მასობრივი მოწამვლის შესახებ ცნობილი ორშაბათს გახდა. ბოლო ოთხ დღეში კლინიკაში მოწამვლის ნიშნებით 128 ბავშვი გადაიყვანეს. პაციენტების ძირითადი ნაკადი - 53 ბავშვი ორშაბათს დაფიქსირდა. მედიკოსებმა ივარაუდეს, რომ ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია.

„დღეს შვიდი ადამიანი შემოვიდა. მათი მდგომარეობა სტაბილური იყო და საავადმყოფოში მათი დატოვების აუცილებლობა არ იყო. დღის განმავლობაში ჩვენ გავწერეთ 22 პაციენტი, რომლებმაც კლინიკას გუშინ და გუშინწინ მიმართეს. სულ სტაციონარში სამი არასრულწლოვანი რჩება“, - განაცხადა თინიკაშვილმა.

ეპიდემიოლოგები გორის მუნიციპალიტეტში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზებს ეძებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა შესაბამისი კვლევა ჩაატარეს და ნიმუშები ლაბორატორიაში გაგზავნეს. არის თუ არა გამოწვეული  მოწამვლა რაიმე ვირუსით, მედიკოსები ამაზე პასუხს დღეს გვიან საღამოს გასცემენ. რაც შეეხება ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს, ისინი 4-5 დღეში გახდება ცნობილი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ (UWSCG) გუშინ გორში ჩაატარა სასმელი წყლის გაფართოებული კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი გორში სრულად შეესაბამება ნორმებს, რომლებიც წყლის ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (228)

მთავარი თემები