00:03 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (139)
87 0 0

გორში, სადაც ბავშვების მასობრივი მოწამვლა მოხდა, სპეციალისტებმა სასმელი წყლის რამდენიმე სინჯი აიღეს

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. გაფართოებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სასმელი წყალი გორში წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებს, ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა გორში ბავშვების მასობრივი მოწამვლის შესახებ. გორის სამედიცინო ცენტრ „იავნანას“ მოწამვლის სიმპტომებით 100-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა. მედიკოსების ვარაუდით, ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია.

უწყების ცნობით, კომპანიის ლაბორატორიის თანამშრომლებმა წყლის სინჯები გორში, კომბინატის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე აიღეს.

„გორში არსებული წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატოროს მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ხდება ქალაქის დიდი ნაწილის წყალმომარაგება, შემოსაზღვრული და სტანდარტების შესაბამისად არის დაცული. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილი წყლის ჭები დახურულია. შესაბამისად, სათავე ნაგებობა და საქლორატორო ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრები მკაცრად კონტროლდება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, კომპანია ქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სხვადასხვა ლოკაციიდან. გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვითაც, სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა.

 

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (139)

მთავარი თემები