თემქაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სპეციალისტებმა ბინაში  კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი აღმოაჩინეს, რამაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გამოიწვია.

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. თემქაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი ცხედრები მეზობლებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სპეციალისტებმა ბინაში  კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი აღმოაჩინეს, რამაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გამოიწვია.

ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

გაზქურა - Sputnik საქართველო
ავარია გაზსადენზე: თბილისელების ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

გაზის მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენების საკითხი საქართველოში ძალიან აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე მრავალი წელია, აღარ არსებობს ცენტრალური გათბობის სისტემა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- თუ გაზის, ხშირად კუსტარულ, მოწყობილობებს იყენებს.

„თბილისი ენერჯი“ და სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით, ღია წვის კამერით, სიცოცხლისთვის საშიშია. კომპანია აღნიშნავს ასევე, რომ ქარის დროს მხუთავი აირის (CO) დაგროვების საშიშროება იმატებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0