ავარია გაზსადენზე: თბილისელების ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის მიზეზი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები გახდა, რომლის დროსაც მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. თბილისში მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავარიის გამო მოსახლეობის ნაწილი – დაახლოებით 6 ათასი აბონენტი ისნის რაიონში გაზის გარეშე დარჩა, იუწყება დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს პრეს-სამსახური.

კომპანიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დროს კახეთის გზატკეცილზე ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა.

Tbilisi Energy-ს სპეციალისტები დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ და სამუშაოებს დაუყოვნებლივ შეუდგნენ.

ბუნებრივი აირის მიწოდების ეტაპობრივად აღდგენა დღეს, 17:00 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე დასრულდება.

კომპანია Tbilisi Energy მიყენებული დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

ყველა ახალი ამბავი
0