17:57 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1177)
110 0 0

გამოძიების მონაცემებით, დაკავებული არასრულწლოვან შვილს  სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლისა და მისი ნივთების დაწვით

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულ  ფ.ა.-ს ბრალდება დაუმძიმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროჯურატურის განმარტებით, დაკავებულს „ბრალდება  არასრულწლოვანი  შვილის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენებისა და მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტებზე წარედგინა“.

„ფ.ა.-ს  დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით  (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა, 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტრაგედია თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 23 აგვისტოს მოხდა, როდესაც ბიჭუნა საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს გარდაცვლილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა არასრულწლოვან შვილს სისტემატურად ემუქრებოდა მოკვლით, ცემით, სახლისა და მისი ნივთების დაწვით. გარდა ამისა, ფ.ა. ბიჭის თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებდა საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს ტელეფონით საუბრისას. საბოლოოდ, 11 წლის მოზარდმა ვერ გაუძლო გამუდმებულ შიშსა და სტრესს და თავი მოიკლა.

სამართალდამცველებმა ფ.ა.ტრაგედიის დღესვე დააკავეს.  აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

 

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)

მთავარი თემები