ილია ფილფანს უკვე ინტერპოლი ეძებს

© Sputnik / Alex Shlamovგანცხადება დაკარგული ილია ფილფანის ძებნის შესახებ
განცხადება დაკარგული ილია ფილფანის ძებნის შესახებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკარგული ილია ფილფანის მამამ დაზარალებულის სტატუსი მიიღო – ახლა ის საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ილიას დედამ ქსენია ფილფანმა განუცხადა.

თვე-ნახევარი გავიდა – 13 წლის ილია ფილფანის ძებნა გრძელდება>>

18 ივლისს ილია, რომელიც მამის ნათესავებთან სვანეთში, სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.

„როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ ბორცვაძეს შევხვდით, ვთხოვეთ, რომ ილიაზე საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინათ. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩვენი თხოვნა შესრულდა – ბიჭს ინტერპოლი ეძებს“, – აღნიშნა ქსენიამ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

ილია ფილფანი - Sputnik საქართველო
ვერტმფრენი, დრონები და 80 მაშველი: სვანეთში 13 წლის ბიჭის ძებნა განახლდა

როგორც ქსენია ფილფანმა აღნიშნა, მისმა მეუღლემ დაზარალებულის სტატუსი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მას გამოძიების მასალებზე წვდომა ექნება.

„ერთი პრობლემა გაგვიჩნდა – ქართული ენა არ ვიცით, მთარგმნელი გვჭირდება. როდესაც მთარგმნელს ვიპოვით, შევძლებთ გამოძიების მასალების გაცნობას“, – აღნიშნა ქსენია ფილფანმა.

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0