01:34 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
143 0 0

ილიას ძებნა 19 ივლისს დაიწყო, ძებნის არეალი მაქსიმალურად გაფართოვდა და სვანეთის ფარგლებს გასცდა, მაგრამ ჯერჯერობით ბიჭის კვალს ვერსად მიაგნეს.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უკვე თვე-ნახევარია ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 წლის ყაზახეთის მოქალაქეს ილია ფილფანს.

როგორ მიმდინარეობს ძებნა, ამის შესახებ ბიჭის დედა ქსენია ფილფანი „Sputnik-საქართველოს“ ესაუბრა.

18 ივლისს ილია, რომელიც მამის ნათესავებთან სვანეთში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და არ დაბრუნდა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.

„ახალი არაფერია. ყველაფერი ძველებურადაა. ძებნა მაინც გრძელდება, მაშველები და პოლიცია მუშაობენ. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ არის“, – განაცხადა ქსენიამ.

ფილფანის ოჯახის წევრები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის პროკურორს, რომელმაც მათ საქმის ვითარება გააცნო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება – თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

„შევხვდით მესტიის პროკურორს, მან გვიამბო, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა მიმართულებებით მუშაობს პოლიცია. ანუ, მუშაობა მიდის, პოლიცია მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ“, – განაცხადა ფილფანმა.

დღეისათვის ძებნა მიმდინარეობს არა მარტო მაღალმთიან რეგიონში, არამედ შავი ზღვისპირა ქალაქებსა და დასახლებებში. დედის თქმით, პოლიციაში რეგულარულად შედის შეტყობინებები იმის შესახებ, რომ სადღაც შეამჩნიეს ილის მსგავსი ბიჭი, მაგრამ ის რომ ნამდვილად ილია იყო, არც ერთხელ არ დადასტურდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები