05:14 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1177)
162 0 0

მამაკაცის მუქარის შიშით არასრულწლოვანი გაუპატიურების ფაქტებს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 68 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან სქესობრივ კავშირს რამდენიმე წლის განმავლობაში ძალის გამოყენებით ამყარებდა. გარდა ამისა, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

მამაკაცის მუქარის შიშით არასრულწლოვანი გაუპატიურების ფაქტს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს და ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1177)

მთავარი თემები