პოლიციამ 15 წლის გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავა

© photo: Sputnikდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს  შვიდიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ქორწინების მოტივით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით  სამი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულები  მოსამართლის განჩინების საფუძველზე  დააკავეს. 25 წლის მამაკაცს 15 წლის არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 22 და 32 წლის მამაკაცები  ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი. 

პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 15 წლის გოგონა  ქორწინების მოტივით გაიტაცეს  და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც 25 წლის მამაკაცმა  არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის  143-ე და  137-ე მუხლებით მიმდინარეობს,  რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაულები შვიდიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0