თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ლიფტი მოწყდა, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerლიფტის კაბინა
ლიფტის კაბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, რომელშიც ლიფტი გაუმართაობის გამო ხშირად ფუჭდებოდა.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი მოწყდა. მასში ამ დროს ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმში მეშვიდე სართულიდან ლიფტი მოწყდა: არიან დაშავებულები>>

როგორც ტელეკომპანია Rustavi2 იუწყება, კლინიკაში ასაკოვანი ქალი მრავლობითი მოტეხილობებითა და სისხლჩაქცევებით შეიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ლიფტის შახტი - Sputnik საქართველო
თბილისში ლიფტი ჩაწყდა - არიან დაშავებულები

შემთხვევა 13 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ლიფტი 2015 წელს გაარემონტეს, მაგრამ ბოლო დროს ხშირად ფუჭდებოდა. მოსახლეობამ რაიონულ ადმინისტრაციას პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათთან ამგვარი განაცხადი არ შესულა.

ძველი ლიფტები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია ამოიწურა, თბილისის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, სამგზავრო ლიფტის ექსპლუატაციის ვადა 25 წელია. თბილისში კი ბევრ ლიფტს ამაზე მეტი ხნის „სტაჟი“ აქვს.

ძველი ლიფტების შეცვლა არც ისე მარტივია – ახალი ლიფტის ღირებულება 15-დან 25 ათას დოლარამდე მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0