ბათუმში მეშვიდე სართულიდან ლიფტი მოწყდა: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Stringerლიფტი
ლიფტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
ლიფტის შახტში ჩავარდნილი გოგონას დაღუპვის საქმეზე მოზარდი დააკავეს

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ახალაშენებული კორპუსის მეშვიდე სართულიდან ჩავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქართველოს მასშტაბით მიმდინარე თვეში ეს უკვე ლიფტებთან დაკავშირებული მესამე ფაქტია. 2 ივლისს წყალტუბოში 17 წლის გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა. 3 ივლისს კი თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა, რომელიც მძიმე გარეგანი და შინაგანი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

ყველა ახალი ამბავი
0