ილია ფილფანზე შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს

© Sputnik / Anna Anastasiadiგანცხადება ილია ფილფანის ძებნის შესახებ
განცხადება ილია ფილფანის ძებნის შესახებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამძებრო-სამაშველო სამსახურები თითქმის ორი თვის განმავლობაში ეძებენ 13 წლის მოზარდს, რომელიც სვანეთში მამის ნათესავებთან სტუმრობდა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მშობლები სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდნენ, ამის შესახებ Sputnik-საქართველოს ბიჭის დედამ, ქსენია ფილფანმა უამბო.

თვე-ნახევარი გავიდა – 13 წლის ილია ფილფანის ძებნა გრძელდება >>

18 ივლისს ილია, რომელიც მამის ნათესავებთან სვანეთში სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და არ დაბრუნდა. ბიჭის ახლობლებმა პოლიციას მეორე დღეს მიმართეს.

დღეისათვის ძებნა მიმდინარეობს არა მარტო მაღალმთიან რეგიონში, არამედ შავი ზღვისპირა ქალაქებსა და დასახლებებში. დედის თქმით, პოლიციაში რეგულარულად შედის შეტყობინებები იმის შესახებ, რომ სადღაც შეამჩნიეს ილის მსგავსი ბიჭი, მაგრამ ის რომ ნამდვილად ილია იყო, არც ერთხელ არ დადასტურდა.

ბიჭის ოჯახმა ბორცვაძეს მიმართა თხოვნით, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. მინისტრის მოადგილემ მათ პირობა მისცა, რომ ამ საკითხზე იმუშავებს.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ბავშვი შეიძლება აფხაზეთში წასულიყო. სვანეთი და აფხაზეთი ხომ ახლოს არიან. დამოუკიდებლად იქ ვერ წავიდოდა, მაგრამ თუ ვინმე დაეხმარებოდა... ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ, ეს ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა ქსენიამ.

ბორცვაძე ასევე შეპირდა ფილფანების ოჯახს, რომ სვანეთში დაბრუნებისას მათ იქ დახვდება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ბიჭის გაუჩინარების საქმეს იძიებს. ბიჭის მშობლებს წარედგინება დოკუმენტაცია და გამოძიების მსვლელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.

ყველა ახალი ამბავი
0