ავარიები საქართველოში: დაღუპულ და დაშავებულებს შორის მოზარდები არიან

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს სტატისტიკით, საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია. სულ ამ პერიოდში მოხდა 2 270 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში.

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ერთი მოზარდი დაიღუპა და მეორე მძიმედ დაშავდა დღეს მომხდარი ავარიების შედეგად.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აჭარაში მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა: დაღუპულთა შორის შსს-ს თანამშრომლები არიან

12 წლის მოზარდი ავარიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან იმსხვერპლა.

ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ბავშვი სავარაუდოდ მძღოლის გვერდზე იჯდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალციხეში ბაიკერთა რბოლის დროს რვა წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა.

ავარიების წინააღმდეგ: ბათუმში აქცია–პერფორმანსი გაიმართა  - Sputnik საქართველო
ავარიების წინააღმდეგ: ბათუმში აქცია–პერფორმანსი გაიმართა

დაშავებული კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შედარებით „მსუბუქი“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჟინვალთან. სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ტრაილერი გადატრიალდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე სატვირთოს მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ფოთში ავარიის შედეგად მოტოციკლეტისტი დაიღუპა

შსს-ს სტატისტიკით, საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია. სულ ამ პერიოდში მოხდა 2 270 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამეზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.

ყველა ახალი ამბავი
0