თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ფოთში 36 წლის მამაკაცი ავარიის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, მოტოციკლი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა, მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა.
დაშავებული მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია. ამავე პერიოდში ავარიების შედეგად დაშავდა 2 982 ადამიანი, მათ შორის 245 - ბავშვი.