ლაგოდეხის ნაკრძალში უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურეს

გამოწერა
შავი კლდეების ტბა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობა მოხდა, კავკასიონის ქედის მთავარ წყალგამყოფზე, ზღვის დონიდან 2 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში ​უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, განუცხადეს Sputnik-საქართველოს შსს-ს პრესსამსახურში.

დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
პოლიციამ 15 წლის გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავა

მედიის ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა ტურისტი ქალი გერმანიიდან. ის ნაკრძალში ექსკურსიაზე თავის ქმართან ერთად იმყოფებოდა.

ცოლ-ქმარი იმყოფებოდა შავი კლდეების ტბასთან, რა დროსაც ადგილობრივმა მცხოვრებმა სექსუალური ძალადობა ჩაიდინა.

პოლიციის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ნაკრძალის ტერიტორიაზე საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პოლიციას დაზარალებულის მეუღლემ აცნობა.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 8 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0