23:51 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1794)
78 0 0

შსს-ს სტატისტიკით, ექვს თვეში საქართველოში ფეხით მოსიარულეებზე 500-ზე მეტი შეჯახება მოხდა, დაიღუპა ათობით ადამიანი

თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. აბაშაში სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულე 70 წლის მამაკაცს დაეჯახა, აცნობეს Sputnik-საქართველოს შსს-ს პრესსამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე დაიღუპა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია. სულ ამ პერიოდში მოხდა 2 270 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში.

ავარიების წინააღმდეგ: ბათუმში აქცია–პერფორმანსი გაიმართა >>

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს ექვს თვეში დაშავებულთა სტატისტიკა - 2 982 ადამიანი, მათ შორის 245 - ბავშვი. ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ქვეითთან შეჯახების 549 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 48 ადამიანი, დაშავდა - დაახლოებით 517.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამე ადგილზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1794)

მთავარი თემები