08:33 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1116)
91 0 0

2020 წლის პირველი ნახევრის სევდიანი სტატისტიკა: ქვეყანაში მომხდარ სხვა დანაშაულებს შორის ოჯახური ძალადობა ქურდობების შემდეგ მეორე ადგილს იკავებს

თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ ბათუმში დააკავა 29 წლის მამაკაცი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობა ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს -29 წლის ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გარდა ამისა, ბრალდებული ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს სტატისტიკით, 2020 წლის პირველ ნახევარში მომხდარ დანაშაულებს შორის ქურდობის შემდეგ ოჯახური ძალადობა მეორე ადგილს იკავებს. ნახევარი წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა დაახლოებით 2,6 ათასი მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს – გახსნილია 64,25%.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1116)

მთავარი თემები