აფეთქება ფილარმონიასთან – არის მსხვერპლი

© Sputnik / Alex Shlamov112 შემთხვევის ადგილზე
112 შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია „ფორმულის“ ინფორმაციით, არის მსხვერპლი – გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ორი ადამიანი.

სახანძრო - Sputnik საქართველო
გლდანში ცხრასართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სადღესასწაულო ცენტრ „დეჟავუში“ მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

„დაშავდა ორი მუშა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა.

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

სრული მასალა მზადების პროცესშია

ყველა ახალი ამბავი
0