08:52 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
341 0 0

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები, რომლებიც უკვე ერთი კვირაა ცდილობენ სამი ახალგაზრდა ქალის გადარჩენას, ფიქრობენ, რომ პაციენტთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. სამი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომლებიც შატილის გზაზე საშინელ ავარიაში სიკვდილს გადაურჩნენ, უმჯობესდება, განუცხადა ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

პაციენტები კვლავ რეანიმაციაში რჩებიან, მაგრამ სასიცოცხლო ფუნქციები უკვე აღდგენილია, აღნიშნა რატიანმა.

„სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი კლინიკით. პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია, ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან აღდგენილია. ასევე, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ისინი მძიმე მდგომარეობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი თემები