13:03 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
69 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 24 აგვისტოს მოხდა. მამაკაცს სამუშაოს შესრულებისას ტრაქტორმა გადაუარა.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ჭიათურაში, „ვაკე-ტყე 4“-ის მაღაროზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მიწისქვეშა დამხმარე მტვირთავის მემანქანე გარდაიცვალა, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ Facebook-გვერდზე.

შემთხვევა 24 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის „შუქრუთი+“-ის ობიექტზე მოხდა.

დაშავებული 46 წლის კობა ჩაფიძე საჩხერის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მაგრამ, მედიკოსების განმარტებით, ინციდენტის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი 26 აგვისტოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომპანიის ინფორმაციით, მომხდარზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს, რომელიც პაციენტისთვის მიყენებულ ზიანზე ექსპერტიზას ჩაატარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები