07:21 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1806)
275 0 0

მოტოციკლეტისტი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მდინარე მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და ხიდიდან გადავარდა.

თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ფოთში 36 წლის მამაკაცი ავარიის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, მოტოციკლი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მან საჭე ვერ დაიმორჩილა, მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა.

დაშავებული მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია. ამავე პერიოდში ავარიების შედეგად დაშავდა 2 982 ადამიანი, მათ შორის 245 - ბავშვი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1806)

მთავარი თემები