18:02 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
126 0 0

საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ბავშვებს შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს სამი ბავშვი გადაარჩინეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დღეს, დილით „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ გლდანის რაიონის ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველის მობილიზება. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად მობილიზებული იყვნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნული ბინიდან სამი მცირეწლოვანი ბავშვი რამდენიმე წუთში უვნებლად გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

უსაფრთხოების მიზნით პერიმეტრს პოლიცია იცავს. ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები