თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ნუცუბიძის ფერდობზე ბარაკის ტიპის სახლში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრე-მაშველების ოთხი ბრიგადა ებრძვის, იუწყება „პირველი არხი“.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის. მეხანძრეები ამ დროისთვის აალების კერების სრულ ლიკვიდაციას ცდილობენ.
რამ გამოიწვია ხანძარი, უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.