23:10 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1108)
687 0 0

ლუკა და იური ლომაძეს სერიოზულ ბრალდებას უყენებენ - ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მათ ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლუკა და იური ლომაძეებს, რომლებსაც თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად, ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც Rustavi2 იუწყება, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე შუამდგომლობდა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გირაოთი გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და უარის მოტივად საქმის სიმძიმე დაასახელა.

ბერძნულ-რომაული სტილით ქართველ მოჭიდავეს, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორ უირი ლომაძეს და მის 19 წლის ძმას - ფეხბურთელს ლუკას ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჯგუფური ძალადობა.

ქალაქ ბათუმში, ბრალდებულებმა 32 წლის მამაკაცი შურისძიების მოტივით, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაული 2019 წლის ივლისშია ჩადენილი.

დაკავებულებს 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1108)

მთავარი თემები