ძმები ლომაძეები ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუკა და იური ლომაძეს სერიოზულ ბრალდებას უყენებენ - ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. მათ ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლუკა და იური ლომაძეებს, რომლებსაც თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად, ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში დააკავეს ძიძა, რომელიც ორი წლის ბავშვზე სისტემატურად ძალადობდა - ვიდეო

როგორც Rustavi2 იუწყება, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე შუამდგომლობდა მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გირაოთი გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და უარის მოტივად საქმის სიმძიმე დაასახელა.

ბერძნულ-რომაული სტილით ქართველ მოჭიდავეს, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორ იური ლომაძეს და მის 19 წლის ძმას - ფეხბურთელს ლუკას ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჯგუფური ძალადობა.

ქალაქ ბათუმში, ბრალდებულებმა 32 წლის მამაკაცი შურისძიების მოტივით, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაული 2019 წლის ივლისშია ჩადენილი.

დაკავებულებს 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველა ახალი ამბავი
0