15:26 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1797)
93 0 0

შატილის გზაზე კლდოვან ფერდობზე მიკროავტობუსის გადავარდნის შედეგად ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, სამი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში თბილისის კლინიკაში მოათავსეს.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შატილის გზაზე ავტოკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დამწუხრებული ვარ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში შატილის გზაზე საავტომობილო ავარიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველ ხალხს“, – დაწერა ბაირამოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

კვირა საღამოს შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი გიდია და ერთი უცხოეთის მოქალაქე. 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ისინი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

შსს: შატილში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან>>

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოში 25 აგვისტოს გლოვის დღე გამოცხადდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1797)

მთავარი თემები