11:15 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (289)
618 0 0

კახეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო დილიდან ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს. სტიქიის ზონებში მიბილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში დატბორილ სოფლებში სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო დილიდან ინტენსიური რეჟიმით მიმდინარეობს. სტიქიის ზონებში მიბილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოს ახორციელებს. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილი ღვარცოფი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა, რის გამოც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ათამდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფი დაიტბორა.

„მეორე დღეა სოფელში ტექნიკა გვყავს მობილიზებული. იმის გამო, რომ უხვი ნალექი იყო, წყლის რაოდენობის გაზრდამ სანიაღვრე არხებში პრობლემები შექმნა, წყლის დიდი მასის გატარება ვეღარ შეძლო და სახლების პირველი სართული და ეზოები დატბორა. აქტიურად ვახორციელებთ პრობლემის მოგვარებას. სალიკვიდაციო სამუშაო უახლოეს საათებში დასრულდება“, - აცხადებს ლაგოდეხის მერის წარმომადგენელი სოფელ გიორგეთში შორენა ლობჟანიძე.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოშიც, სადაც ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები და გზები დააზიანა. ძლიერი ქარის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა ახლა ქალაქს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.

როგორ ებრძვის სვანეთი სტიქიას - ფოტო >>

ასევე, გადაუღებელი წვიმის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქასრისწყალი დაიტბორა. წყალი საჯარო სკოლის შენობასა და საცხოვრებელი სახლებში შევარდა. განადგურებულია საოჯახო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამ წუთებში ტექნიკის მობილიზება ოპერატიულად ხდება, რის შემდეგაც დატბორილ სოფელში შევა და სალიკვიდაციო სამუშაოს დაიწყებს.

თემები:
უამინდობა საქართველოში (289)

მთავარი თემები