05:57 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ფოტო

როგორ ებრძვის სვანეთი სტიქიას - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
260 0 0
  • წინა დღეს წვიმის გამო ადიდდა მდინარეები ჩოლშურა, ლასადურა და მუხრა, რომლებმაც დააზიანა საავტომობილო გზები, ხიდები და საფეხმავლო ბილიკები
  • სტიქიასთან საბრძოლველად ოპერატიულად გადაიგზავნა სამაშველო სამსახური, ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც
  • შესაბამისმა სამსახურებმა მომენტალურად დაიწყეს წყალდიდობის შედეგად წაღებული გზების აღდგენა
  • ხელისუფლების ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე დროში დაითვალის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი, სოფლებმა კი მალე შეძლონ გარესამყაროსთან კავშირის აღდგენა
  • ჯერ-ჯერობით გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება სოფლები დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუწდი რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში, ასევე სოფელი ადიში მესტიის რაიონში
  • მაშველებმა სოფლების მიმართულების მოაწყვეს საბაგირო გზა, რათა ადგილობრივები უზრუნველყონ
  • კალაპოტიდან გადმოსულმა ადიშმა 400 მეტრიანი გზა გაანადგურა. წყალდიდობამ დააზიანა სოფლები ლენჯერი და მულახშიც, სადაც ასევე დაზიანებულია გზები
  • ყველა სოფელში მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა. ზიანის დათვლა კვლავ მიმდინარეობს
წინა დღეს წვიმის გამო ადიდდა მდინარეები ჩოლშურა, ლასადურა და მუხრა, რომლებმაც დააზიანა საავტომობილო გზები, ხიდები და საფეხმავლო ბილიკები

სვანეთი უკვე მესამე დღეა სტიქიას ებრძვის, რომელიც რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში დაიწყო, რის გამოც ლენტეხის რაიონის ხუთი სოფელი და მესტიის სოფელი ადიში გარესამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა

წინა დღეს წვიმის გამო ადიდდა მდინარეები ჩოლშურა, ლასადურა და მუხრა, რომლებმაც დააზიანა საავტომობილო გზები, ხიდები და საფეხმავლო ბილიკები. შედეგად გარესამყაროს მოწყდა დურაში, საყდარი, ესიერი, ტვიდი და მუწდი.

მიმდინარეობს წყალდიდობის შედეგად გამოწვეული ზიანის დათვლა და შედეგების ლიკვიდაცია.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები