უშედეგო ძებნის მესამე დღე – „ბაუჰაუსის“ დაკარგულ თანამშრომლებს ახლა უკვე მტკვარში ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსამძებრო ოპერაცია მდინარეზე
სამძებრო ოპერაცია მდინარეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილსამყოფელის დასადგენად სამუშაოები ისევ გრძელდება. გაფართოვდა არეალი, სადაც მაშველები გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. „ბაუჰაუსის“ გაუჩინარებულ თანამშრომლებს მესამე დღეა ეძებენ, სამძებრო სამუშაოები ახლა მტკვარში მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სამაშველო ბრიგადებმა მუშაობა დილიდან დაიწყეს.  

განახლებული ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
თბილისში ერთ-ერთი ბარის ორ თანამშრომელს ეძებენ

ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე შევიდა.

დაკარგვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ბარის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზეა ნათქვამი, საუბარია ბარის ორ ახალგაზრდა თანამშრომელზე – გიორგი შალამბერიძეზე და ბაია ბერუაშვილზე.

პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ახალგაზრდების მშობლების და მეგობრების გამოკითხვა.

ყველა ახალი ამბავი
0