თბილისში ერთ-ერთი ბარის ორ თანამშრომელს ეძებენ

© Sputnik / Viktor Kaminskyგანახლებული ჭავჭავაძის გამზირი
განახლებული ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამშრომლების დაკარგვის გამო ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კვირას დაწესებულება სტუმრებისთვის დაკეტილი იქნება.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. თბილისში ბარ „ბაუჰაუსის“ (Bauhaus) ორ დაკარგულ თანამშრომელს ეძებენ, ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ორი ადამიანის დაკარგვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ საღამოს 9 საათზე შევიდა.

მაშველები სვანეთში - Sputnik საქართველო
სვანეთში დაკარგული მოზარდის ძებნა კარანტინის გამო არ შეჩერდება

დაკარგვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ბარის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზეა ნათქვამი, საუბარია ორ ახალგაზრდაზე - გიორგი შალამბერიძეზე და ბაია ბერუაშვილზე.

„გთხოვთ გაავრცელოთ !!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები, გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ“, - ნათქვამია ბარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თანამშრომლების გაუჩინარების გამო ბარის ადმინისტრაციამ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას დაწესებულება სტუმრებისთვის დაკეტილი იქნება. აღნიშნული ბარი თბილისში, დედაენის ბაღში მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0