თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. სენაკში საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე თავდამსხმელი დილის საათებში სახლში შეიჭრა, სადაც მათ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ასაკოვანი ქალი დახვდათ. ჯერჯერობით არ ხმაურდება, რა წაიღეს დამნაშავეებმა.
ადგილზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.