ვაგზლის მოედანზე მამაკაცი მოკლეს: საქმე ცხელ კვალზე გახსნეს

© photo: Sputnikპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს გუშინ ღამით სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ ახლოს, ლიანდაგებთან.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა მამაკაცის მკვლელობა თბილისში, ეჭვმიტანილი დაკავებულია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბის დროს ბრალდებულმა მსხვერპლს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მიიმალა. ინციდენტი თბილისის რკინიგზის სადგურთან მოხდა.

ურეკი - Sputnik საქართველო
ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ

მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულის სახლში ჩხრეკისას პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მამაკაცი დაკავებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გარდაცვლილის ცხედარი შაბათს გვიან საღამოს სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ ახლოს ლიანდაგებთან იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით ფეხის არეში, არტერიაში დაჭრეს. ის სისხლისგან დაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0