04:01 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1791)
404 0 0

მამაკაცი საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში მყოფი ახალგაზრდა კაცი მეოთხე სართულიდან გადახტა და დაშავდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა 14 აგვისტოს, გამთენიისას ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მოხდა. უწყების ცნობით, 27 წლის მამაკაცი არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა და მოულოდნელად სასტუმროს მეოთხე სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

მამაკაცი საქართველოში 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც ის, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

თემქაზე მამაკაცი მე-7 სართულიდან გადახტა: რა მოხდა ტრაგედიამდე>>

დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1791)

მთავარი თემები