ბარათაშვილის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ქალის გადარჩენა მოახერხეს.

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან  მდინარე მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

შემთხვევა  რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

რა გახდა ახალგაზრდა ქალის მდინარეში გადახტომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

ადგილზე მობილიზებული იყვნენ   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც ქალის გადარჩენა მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0