08:32 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
241 0 0

მძლავრი აფეთქება ბეირუთში სამშაბათს, საღამოს მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის არასათანადო პირობებში შენახვა გახდა. 

თბილისი, 5 აგვისტო  — Sputnik.  ბეირუთის პორტში მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 113 კაცამდე გაიზარდა, იუწყება ტელეკომპანია Sky News Arabia არაბეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ჰამად ჰასანზე დაყრდნობით.

 აფეთქების შედეგად ოთხი ათასზე მეტმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრილია 17 ადგილობრივი ჟურნალისტი, სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – ინფორმაციას რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი ავრცელებს. 

მძლავრი აფეთქება ბეირუთში სამშაბათს, საღამოს მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის არასათანადო პირობებში შენახვა გახდა. 

აფეთქების შედეგად დაზიანებულია ქალაქის შენობების ნაწილი, საავადმყოფოები დაშავებულებითაა გადავსებული. ბოლო მონაცემებით,  ას ადამიანზე მეტი დაიღუპა და დაახლოებით ოთხი ათასი დაშავდა. ბევრი ადამიანი ამ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.  ქალაქში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბუდმა პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 3-დან 5 მილიარდ აშშ დოლარამდე შეაფასა.

მთავარი თემები