დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ზრდას განაგრძობს. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 78 ადამიანი შეეწირა, ხოლო დაშავდა 4 ათასზე მეტი. ბეირუთის პორტი სრულად განადგურდა. რამდენიმე კილომეტრის რადიუსში სახლებს ჩაემსხვრა მინები. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ.
ლიბანის ძალოვანი სტრუქტურების წინასწარი დასკვნით, აფეთქება შედუღების სამუშაოების წარმოებისას მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური ტელეარხი LBC international ავრცელებს.
© REUTERS / MOHAMED AZAKIRბეირუთის პორტში მომხდარი აფეტქება ნამდვილ ტრაგედიად იქცა

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეტქება ნამდვილ ტრაგედიად იქცა
© REUTERS / MOHAMED AZAKIRძლიერმა აფეთქებამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია

ძლიერმა აფეთქებამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია
© REUTERS / MOHAMED AZAKIRბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია, დაშავებულთა მიყვანა კვლავ გრძელდება

ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია, დაშავებულთა მიყვანა კვლავ გრძელდება
© REUTERS / MOHAMED AZAKIRაფეთქების ეპიცენტრიდან გავრცელებული ფოტოები აპოკალიპტურ სამყაროს მოგაგონებთ

აფეთქების ეპიცენტრიდან გავრცელებული ფოტოები აპოკალიპტურ სამყაროს მოგაგონებთ
© REUTERS / MOHAMED AZAKIRადგილზე მუშაობას განაგრძობენ მეხანძრეები და მაშველები

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მეხანძრეები და მაშველები
© REUTERS / MOHAMED AZAKIRაფეთქების ეპიცენტრის გარშემო ტერიტორიაზე შავი კვამლი იდგა

აფეთქების ეპიცენტრის გარშემო ტერიტორიაზე შავი კვამლი იდგა
© REUTERS / TONY WAKIM/WE LOVE LEBANONაფეტქების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შენობებს ჩაემსხვრა მინები

აფეტქების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შენობებს ჩაემსხვრა მინები
© REUTERS / MOHAMED AZAKIRწინასწარ მონაცემებით, აფეთქების მიზეზი შედუღებითი სამუშაოები გახდა

წინასწარ მონაცემებით, აფეთქების მიზეზი შედუღებითი სამუშაოები გახდა
© REUTERS / MOHAMED AZAKIRშემდუღებლები ცდილობდნენ ამოევსოთ ხვრელები, რომლების დახმარებითაც ბოროტმოქმედებს ტერიტორიაზე შეპარვა და საქონლსი მოპარვა შეეძლოთ

შემდუღებლები ცდილობდნენ ამოევსოთ ხვრელები, რომლების დახმარებითაც ბოროტმოქმედებს ტერიტორიაზე შეპარვა და საქონლსი მოპარვა შეეძლოთ
© REUTERS / MOHAMED AZAKIRთუმცა ახლა აქ მოსაპარი აღარაფერია. ბეირუთის პორტი განადგურდა, ასევე მთლიანად დაინგრა ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

თუმცა ახლა აქ მოსაპარი აღარაფერია. ბეირუთის პორტი განადგურდა, ასევე მთლიანად დაინგრა ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
© REUTERS / ISSAM ABDALLAHზარალი ჯერ არ დათვლილა

ზარალი ჯერ არ დათვლილა
© REUTERS / MOHAMED AZAKIRხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება

ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება
© REUTERS / MOHAMED AZAKIRგადარჩენილების ძებნა გრძელდება - ნანგრევებში შესაძლოა კვლავ იმყოფებოდნენ გადარჩენილები

გადარჩენილების ძებნა გრძელდება - ნანგრევებში შესაძლოა კვლავ იმყოფებოდნენ გადარჩენილები