05:50 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (83)
184 0 0

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში, ონის რაიონში არსებულ ვითარებას მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნობა.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში გაემგზავრა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა წყალდიდობის გამო.

პრემიერს თან ახლავს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

გიორგი გახარია ადგილზე გაეცნობა ვითარებას, სალიკვიდაციო სამუშაოების მსვლელობას, ჩაატარებს სამუშაო შეხვედრას ოპერატიული შტაბის წევრებთან.

უფრო ადრე პრემიერმა სტიქიის ზონაში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა. შეიქმნა საგანგებო შტაბი, მიმდინარეობს გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან მოსახლეობის გამოყვანა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობა ონის რაიონშია. კალაპოტიდან გადმოსულმა რიონმა დაანგრია გზები, ხიდები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, დატბორა ნათესები.

თემები:
საქართველოს მთავრობა (83)

მთავარი თემები