23:20 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1954)
399 0 0

ქართველმა ექსპერტებმა სამშაბათს კომპიუტერის გახსნა მოახერხეს და ოჯახის ადვოკატს მასში არსებული ინფორმაციის გაცნობის საშუალება მიეცა.

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი დაღუპულის კომპიუტერის შემოწმების პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს – FBI-ს ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.

ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში>>

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩართვა საჭიროა, რათა არ მოხდეს გარდაცვლილის კომპიუტერიდან რამე ინფორმაციის განადგურება.

„ოჯახს სრულად აინტერესებს ეს ინფორმაციები და ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მომხდარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს რამიშვილმა.

ოჯახის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. რამიშვილის განცხადებით, ქართველმა ექსპერტებმა სამშაბათს მოახერხეს კომპიუტერის გახსნა და მან მიიღო შესაძლებლობა, რომ პირადად გაეცნოს იქ არსებულ ინფორმაციას.

საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა. 

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა ახლა კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

შესაძლო თვითმკვლელობაზე ვერსია იმიტომ გაჩნდა, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული.

გოგონას ოჯახსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ თამარს თავის მოკვლა შეეძლო. მათი აზრით, ის შეიძლება შეიტყუეს რაიონში, სადაც არასდროს ყოფილა და შემდეგ მოკლეს. მეორე ვერსიით, იგი აიძულეს თავი მოეკლა – სამუშაოს გამო.

ყველაზე დიდი ეჭვები ოჯახს მის სამსახურთან დაკავშირებით აქვს. ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა ორ კომპანიაში, მაგრამ სამსახურზე ახლობლებთან არასდროს ლაპარაკობდა. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ შენიშნა, რომ თამარი ნერვიულობდა და გადაწყვიტა, რომ ეს მის სამუშაოს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონამ შეიტყო ისეთი რამ, რაც არ უნდა გაეგო.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1954)

მთავარი თემები