გოგონას იდუმალებით მოცული გარდაცვალება: საქმის ახალი დეტალები

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ გოგონას მამა დაზარალებულ მხარედ აღიარა და ახლა ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალებს აცნობს

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოძიება ახალ დონეზე გადავიდა. ახლა განიხილება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსია.

თამარ ბაჩალიაშვილმა გარდაცვალებამდე წერილი დაწერა – ნახეთ რას წერდა გოგონა>>

23  წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის  სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიურო - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა ახლა კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

შესაძლო თვითმკვლელობაზე მეტყველებს სხეულის წინასწარი დათვალიერებაც, რომელმაც ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის გვერდით ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია.

რა მოხდა სინამდვილეში

გამოძიების ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს,  სადაც ჩანს, რომ მანქანას თამარი თავად მართავდა. შემდეგ მისი კვალი იკარგება.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: შსს-მ დუმილი დაარღვია

შსს–ს ხუთი დღე დასჭირდა მისი ცხედრის აღმოსაჩენად. ის იპოვეს 15 კილომეტრში იმ ადგილიდან, სადაც ბოლოს ნახეს. ექსპერტიზის წინასწარი ვერსიით, თამარი აღმოჩენამდე 3–5 დღით ადრე გარდაიცვალა.

გოგონას ცხედარი არასრულწლოვანმა მწყემსმა აღმოაჩინა. ავტომობილი ტრასიდან არ ჩანდა, რადგან ხეები ეფარებოდა. ადვოკატების თქმით, მას თან ჰქონდა წერილი და წამლის აბები. გამოძიებად გამოარკვია, რომ წამლები მან თავის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე შეიძინა.

ვერსიები

გოგონას ოჯახსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ თამარს თავის მოკვლა შეეძლო. მათი აზრით, ის შეიძლება შეიტყუეს რაიონში, სადაც არასდროს ყოფილა და შემდეგ მოკლეს. მეორე ვერსიით, მას აიძულეს, თავი მოეკლა – სამუშაოს გამო.

ქალი ქუჩაში - Sputnik საქართველო
„სახლში აგრესიული და ნამტირალევი მოდიოდა" – 23 წლის გოგონას დაღუპვის დეტალები

ყველაზე დიდი ეჭვები ოჯახს მის სამსახურთან დაკავშირებით აქვს. ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა ორ კომპანიაში, მაგრამ სამსახურზე ახლობლებთან არასდროს ლაპარაკობდა. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ შენიშნა, რომ თამარი ნერვიულობდა და გადაწყვიტა, რომ ეს მის სამუშაოს უკავშირდებოდა. ერთ–ერთი ვერსიით, გოგონამ შეიტყო ისეთი რამ, რაც არ უნდა გაეგო. სწორედ ამას უკავშირებს ოჯახი გოგონას ვიზიტს ფსიქოლოგთან და გამომძიებლის განცხადებას მისი კომპიუტერის ნახვის შემდეგ, რომ მას ცუდად ჰქონდა საქმეები.

პროკურატურამ გოგონას მამა დაზარალებულ მხარედ ცნო და ახლა ოჯახის ადვოკატებს საქმის მასალებს აცნობს.

ყველა ახალი ამბავი
0