07:15 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1043)
114 0 0

მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ ჯამში 72 ათასი ლარი შეადგინა. დაკავებულებს ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლების ბრალდებით პოლიციამ თბილისში ხუთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულთაგან სამი წარსულში ნასამართლევია. გარდა ამისა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დაეკისრა რუსეთის მოქალაქესაც.

სასამართლომ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა, რომელთაგან ერთი რუსეთის მოქალაქეა, უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან უკანონოდ მიითვისეს 23 მოქალაქის კუთვნილი თანხა.

აღნიშნული თანხების განაღდებაში კი მათ სამი თანამზრახველი დაეხმარა. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ ჯამში 72 ათასი ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1043)

მთავარი თემები