კობა კობალაძის შვილს სასამართლომ ჯგუფური ძალადობის გამო პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით კობალაძეს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაცვას მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების იმედი ჰქონდა

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პირს, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატ კობა კობალაძის ვაჟს, დავით კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შურისძიების მოტივით ჩადენილი ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი 23 წლის ახალგაზრდა გახდა, შედეგად მას სხეულის სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

დაკავება - Sputnik საქართველო
დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი წაუყენეს: ჯერი სასამართლოზეა

დაცვის მხარე შუამდგომლობდა კობალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავად გამოცხადდა პოლიციაში, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაითვალისწინა. ცოტა ხნით ადრე ბრალდებულის მამამ, კობა კობალაძემ განაცხადა, რომ მისი ვაჟი პასუხისმგებლობას არ გაურბის.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 ივნისს თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე, ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა დაზარალებულს და ბასრი საგნით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. ინციდენტის ექვსი მონაწილე 11 ივლისს დააკავეს, ერთი იძებნება.

ბოლო დროს ყველა საქმე, რომელშიც ჩინოვნიკების ნათესავები ან მეგობრები ფიგურირებენ, მასმედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა მოქცეული. ამ თემამ განსაკუთრებული  აქტუალობა შეიძინა 2017 წელს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მომხდარი ჩხუბის შემდეგ, როდესაც ჯგუფური გარჩევის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. მომხდარის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების წყალობით საქმე ბოლომდე იქნა გამოძიებული და სასამართლომ საბრალდებო განაჩენი მკვლელობის მუხლით გამოიტანა.

მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვს >>

ამ ზაფხულს მასმედიაში ნომერი პირველი განსახილველი თემა თბილისის შემოგარენში მომხდარი ჩხუბი გახდა, რომელსაც 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი შეეწირა. საქმეს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური მასმედია დამოუკიდებლად იძიებს. მათი მტკიცებით, ჩხუბის ზოგიერთ მონაწილეს „მაღალჩინოსანი მფარველები“ ჰყავს და შესაძლოა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება სცადონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0