09:51 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1634)
149 0 0

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების მითითებებს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მოსალოდნელ შტორმთან დაკავშირებით გაფრთხილების მიუხედავად, აღმოჩნდნენ წესების დამღვევები და მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში ზღვაში შესული რვა ადამიანი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მაშველებმა ყველა მათგანი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შავი ზღვაზე დღის განმავლობაში 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და მთელ სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმემი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის მანიშნებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების მითითებებს.

უწყება მოსახლეობას ასევე მიმართავს, არ შევიდნენ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1634)

მთავარი თემები