გაფრთხილებამ არ გაჭრა: რამდენი ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა ქობულეთსა და ბათუმში

© Sputnik / STRINGERსაშტორმო მდგომარეობა
საშტორმო მდგომარეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების მითითებებს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მოსალოდნელ შტორმთან დაკავშირებით გაფრთხილების მიუხედავად, აღმოჩნდნენ წესების დამღვევები და მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში ზღვაში შესული რვა ადამიანი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
რიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

უწყების ცნობით, მაშველებმა ყველა მათგანი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შავი ზღვაზე დღის განმავლობაში 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებოდა და მთელ სანაპიროზე აღმართული იყო წითელი ალმემი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის მანიშნებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების მითითებებს.

უწყება მოსახლეობას ასევე მიმართავს, არ შევიდნენ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში.

ყველა ახალი ამბავი
0