კახეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

© photo: Government of Georgia / FBსასტუმრო Radisson Collection წინანდალში
სასტუმრო Radisson Collection წინანდალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწრაფოდ განახორციელეს სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია. მეხანძრეები ამ ეტაპზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ხანძარი წინანდლის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Radisson Collection-ში ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

ხანძარი ვარკეთილში - Sputnik საქართველო
ხანძარი ვარკეთილში: დაიწყო ზარალის დათვლა

ხანძარი სასტუმროში შუაღამისას გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, საუნის ტერიტორიაზე გაჩნდა. დროულად განხორციელდა სასტუმროს ყველა დამსვენებლისა და პერსონალის ევაკუაცია.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა ტექნიკის ექვსი ერთეული და სამსახურის 25 თანამშრომელი.

ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალე შეძლეს. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0