გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: შსს-მ გამოძიების შესახებ ანგარიში წარმოადგინა

© photo: Giorgi Shakarashvili / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შაქარაშვილის საქმეს ემატება ახალ-ახალი დეტალები, თუმცა მთავარ კითხვაზე - როგორ და რა გარემოებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ადამიანი - პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ საზოგადოებას გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ შუალედური ინფორმაცია გააცნო.

„შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში...“ – შაქარაშვილის დის სკანდალური განცხადება >>

მომხდარის ვერსიების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, საქმის მასშტაბისა და საგამოძიებო მოქმედებების გათვალისწინებით, საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდა, ამჟამად საქმეს შსს-ს სისხლის სამართლის ცენტრალური სამმართველო იძიებს.

ბორცვაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

„ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ. აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას“, - განაცხადა ბორცვაძემ.
მცხეთის ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა

საქმის მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე და მისი სატელეფონო ზარი 112-ში

ბრიფინგზე გაჟღერდა განმარტებები ზართან დაკავშირებით, რომელიც „112“-ის სამსახურში შაქარაშვილის საქმეზე მთავარმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ განახორციელა.

შსს-ს მონაცემებით, ოპერატორმა ზარის მიხედვით ვერ დაადგინა ბრეგვაძის ადგილმდებარეობა და მის დადგენას განმეორებითი ზარის დროს შეეცადა.

ზარების აუდიოჩანაწერი გამოქვეყნების შემდეგ ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ჩანაწერიდან გამოჩნდა, რომ პოლიცია ვერაფრით ვერ ადგენს ბრეგვაძის ლოკაციას და საუბრის ბოლოს ბიჭი გამოძახების გაუქმებას ითხოვს, რადგან ჩხუბი უკვე დასრულდა და „მოსვლას აზრი აღარ აქვს“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სამწუხაროდ, ზოგიერთები ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყენებენ

გამოძახების ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟს მოქმედებებს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

„თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ბრეგვაძის თქმით, მან თავდამსხმელებისგან თავი დააღწია და ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში დაიმალა. როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს, პოლიცია ადგილზე ჩხუბის დამთავრების შემდეგ გამოცხადდა და ბრეგვაძე თბილისამდე ჩაიყვანა.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ იაკობ ბრეგვაძე შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ნათესავია. ამის შესახებ თავად გიორგობიანმა დაწერა და ბრეგვაძეს „მსხვერპლი“ უწოდა.

გამოძიება ციფრებში

შსს-ს მონაცემებით, საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის გამოკითხულია 93 პირი, ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, 40 პირისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები, ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების 600 საათამდე ჩანაწერი.

გარდა ამისა, საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

რა არის ცნობილი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. ის უკვალოდ გაქრა კონფლიქტის შემდეგ, რომელიც წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაიწყო და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაგრძელდა.

ფეხბურთელის გარდაცვალება საქართველოში: სკანდალური საქმე არჩევნების წინ - ვიდეო - Sputnik საქართველო
ფეხბურთელის გარდაცვალება საქართველოში: სკანდალური საქმე არჩევნების წინ - ვიდეო

28 ივნისს მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 ახალგაზრდას პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის აღსაზრდელი გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად მცხეთაში დაქირავებულ სახლში წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარკვევა გაგრძელდა ტრასაზე, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგიმ გარჩევის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

ასევე ცნობილია, რომ მცხეთა-თბილისის ტრასაზე, ჩხუბის ადგილზე 15-20 წუთის სხვაობით ორი ავტომობილი მივიდა. ავტომობილების მგზავრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რომელთა შორის იყო გიორგი შაქარაშვილი, ორი ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ შაქარაშვილი არავის არ უნახავს.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის სამი მუხლით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა (225-ე), თავისუფლების უკანონო აღკვეთა (143-ე) და ჯგუფური ძალადობის ჩადენა (126-ე).

ყველა ახალი ამბავი
0