10:38 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1644)
154 0 0

დაკავებულები სპორტსმენები არიან. ერთ-ერთი მათგანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, მათი თქმით, ბრალდებულები პოლიციაში თავად გამოცხადდნენ და აქამდე არცერთი ნასამართლევი არ არის. შესაბამისად, მათივე თქმით, მათთვის პატიმრობის შეფარდება უსაფუძვლოა. ბრალდებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ. მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავად დაკავებულების ოჯახის წევრები კი მოქალაქის გატაცების ფაქტს უარყოფენ.

დაკავებულები სპორტსმენები არიან. ერთ-ერთი მათგანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია. მათი შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა.

ქალაქ ბათუმში, ბრალდებულებმა 32 წლის მამაკაცი შურისძიების მოტივით, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1644)

მთავარი თემები