თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს.
ქალაქ ბათუმში, ბრალდებულებმა 32 წლის მამაკაცი შურისძიების მოტივით, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.