შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა

© Sputnik / Alex Shlamovმცხეთის ბლოკპოსტი
მცხეთის ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურ ქსელში მუქარებს იღებს და ზეწოლას განიცდის

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მცხეთის პოლიციაში გამოკითხეს ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღეზე მოხდა ის სისხლიანი გარჩევა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

„მის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ გამოკითხვაზე მოსული. ხორციელდება მასზე ბულინგი“, - განაცხადა გოგონას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პირველი არხის ეთერში.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: სამწუხაროდ, ზოგიერთები ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყენებენ

ბითაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან მომდინარეობს ზეწოლა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით. თავად გაბეჩავამ პრესასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.

28 ივნისს მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 ახალგაზრდას პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებულებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს თბილისის საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის აღსაზრდელი გიორგი შაქარაშვილი მეგობართან ერთად მცხეთაში დაქირავებულ სახლში წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარკვევა გაგრძელდა ტრასაზე, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

ბევრ კითხვას ექსპერტიზა უპასუხებს – გომელაური 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის საქმეზე >>

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგიმ გარჩევის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

ასევე ცნობილია, რომ მცხეთა-თბილისის ტრასაზე, ჩხუბის ადგილზე 15-20 წუთის სხვაობით ორი ავტომობილი მივიდა. ავტომობილების მგზავრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რომელთა შორის იყო გიორგი შაქარაშვილი, ორი ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ შაქარაშვილი არავის არ უნახავს.

ყველა ახალი ამბავი
0