13:22 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
21601

ყოფილმა ჩინოვნიკმა საქართველო „ციხის სკანდალის“ შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში დატოვა. მასზე ძებნა 2013 წლის მარტში გამოცხადდა.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. გერმანიამ ქართული მართლმსაჯულებისთვის საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, პატიმართა წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუას გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ჭაკუას ექსტრადიცია ბერლინიდან თბილისში დღეს მოხდება.

ჭაკუამ ქვეყანა „ციხის სკანდალის“ შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში დატოვა. მასზე ძებნა 2013 წლის მარტში გამოცხადდა.

საქართველოში ჭაკუას ბრალი ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში.

2013 წელს ჭაკუა ავსტრიაში დააკავეს, მაშინ ჭაკუა 5 ათასი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მთავარი თემები