პატიმართა წამების საქმე – გერმანია დავით ჭაკუას საქართველოს გადმოსცემს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა ჩინოვნიკმა საქართველო „ციხის სკანდალის“ შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში დატოვა. მასზე ძებნა 2013 წლის მარტში გამოცხადდა.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. გერმანიამ ქართული მართლმსაჯულებისთვის საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, პატიმართა წამებისთვის ძებნილი დავით ჭაკუას გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

ჩეხეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გუდაურში 12 წლის გოგონას დაღუპვა: დამნაშავე მამაკაცი ჩეხეთიდან ჩამოიყვანეს

ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ჭაკუას ექსტრადიცია ბერლინიდან თბილისში დღეს მოხდება.

ჭაკუამ ქვეყანა „ციხის სკანდალის“ შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში დატოვა. მასზე ძებნა 2013 წლის მარტში გამოცხადდა.

საქართველოში ჭაკუას ბრალი ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაში.

2013 წელს ჭაკუა ავსტრიაში დააკავეს, მაშინ ჭაკუა 5 ათასი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ყველა ახალი ამბავი
0